მთავარიწესები და პოლიტიკა

წესები და პოლიტიკა

ბოლო განახლება: 5.6.2026

სავაჭრო ობიექტი

დასახელება: შპს "ბაიბაიჯი"

საიდენტიფიკაციო კოდი: 415121273

მისამართი: ფოთი, საქართველო

ტელეფონი: +995 592 94 29 09

ელ-ფოსტა: buybuyge@yahoo.com

1. პროდუქტი და მომსახურება

ვებგვერდის — buybuy.ge — საშუალებით ვახორციელებთ სხვადასხვა ტიპის პირადი მოხმარების თუ სხვადასხვა დანიშნულების საქონლის საცალო რეალიზაციას. პროდუქტის თითოეულ გვერდზე განთავსებულია მისი დეტალური აღწერა, მახასიათებლები, ფასი ქართულ ლარში (₾) და მარაგის სტატუსი.

ფასი ვალუტაში მითითებულია სრულად (დღგ-ის ჩათვლით). შესაძლო დამატებითი მომსახურების ღირებულება (მაგ. სპეციალური მიწოდება) მომხმარებელს ეცნობება შეკვეთის გაფორმებამდე.

1.1 მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:

მის მიერ მითითებული ინფორმაცია არის სრული და სწორი; იგი არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი; არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას buybuy.ge-ს ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით; არ გამოიყენებს სახელს, რომელიც შესაძლოა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა პირისათვის; არ გამოიყენებს ვებგვერდს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით; არ გამოიყენებს ვებგვერდს სხვა კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის ან ნებისმიერი სხვა პირის განსახიერების მიზნით; არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით; არ გამოიყენებს მოწყობილობას, პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება ვებგვერდიდან ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა; დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, არ განახორციელებს buybuy.ge-ზე არსებული ინფორმაციის: ლოგო, პიქტოგრამა, სურათი, გრაფიკა, გამოსახულება, პატენტი, სასაქონლო ნიშნები, დიზაინის და სხვა ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებას, დამუშავებასა და გამოქვეყნებას, buybuy.ge-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე; არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს; არ შეეცდება მოიპოვოს წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე; არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის buybuy.ge-ის გამართულ ფუნქციონირებას; არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და buybuy.ge-ს კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით.

2. შეკვეთის გაფორმება და გადახდა

შეკვეთის გასაფორმებლად მომხმარებელი ირჩევს პროდუქტს, ამატებს კალათაში და ავსებს საკონტაქტო ფორმას (სახელი, გვარი, ტელეფონი, მისამართი, კომენტარი). გადახდა ხდება ბანკის უსაფრთხო გადახდის გვერდის საშუალებით; ბარათის მონაცემები არ ინახება ჩვენს სერვერებზე.

შეკვეთის მიღების შემდეგ ოპერატორი დაგიკავშირდებათ მითითებულ ნომერზე მიწოდების და გადახდის დასაზუსტებლად.

3. მიწოდების პოლიტიკა

3.1 მიწოდების ვადა

  • თბილისში — 1-3 სამუშაო დღე შეკვეთის დადასტურებიდან.
  • საქართველოს რეგიონებში — 2-5 სამუშაო დღე.მაღალთიანი რეგიონი 7 სამუშაო დღე.
  • დიდი ან არაგაბარიტული პროდუქტისთვის ვადა შესაძლოა გაიზარდოს — ამის შესახებ წინასწარ შეგატყობინებთ.

3.2 მიწოდების ღირებულება

  • 50 ლარის ან მეტი ღირებულების შეკვეთებზე ქ.ფოთში მიწოდება — უფასო.
  • სხვა რეგიონიდან შეკვეთის შემთხვევაში — ღირებულებას ემატება მიწოდების საფასური.
  • სხვა რეგიონიდან 100 ლარის ან მეტი ღირებულების შეკვეთის შემთხვევაში მიწოდება-უფასო.

3.3 მიწოდების პირორები

მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ შეძენილი პროდუქციის მიწოდებას განახორციელებს შპს „ონვეი“ (ს/კ 402059419) იურიდიული მის: ქ. თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, ყირიმის ქ.,N 7. მიწოდების ხელშეკრულების მხარეები არიან მომხმარებელი და შპს „ონვეი“.

buybuy.ge, საკურიერო მომსახურების გაწევის მიზნით, მომხმარებლის შესახებ მისთვის ცნობილ, პერსონალური ხასიათის კონფიდენციალურ ინფორმაციას, კერძოდ, მომხმარებლის სახელს, გვარს, მისამართსა და ტელეფონის ნომერს მიაწოდებს შპს „ონვეი“-ს.

buybuy.ge მომხმარებლის მიერ შეძენილ პროდუქციას გადასცემს საკურიერო კომპანია შპს „ონვეი“, რომელიც ახორციელებს პროდუქციის ტრანსპორტირებას მითითებულ მისამართზე. buybuy.ge-ს პასუხისმგებლობა სრულდება პროდუქციის საკურიერო კომპანიისათვის გადაცემის დროს. პროდუქციის დაკარგვისა და დაზიანების რისკი სრულად გადადის საკურიერო მომსახურების გამწევ კომპანიაზე.

4. დაბრუნების და გაცვლის პოლიტიკა

ვამოწმებთ ყველა გასაშვებ პროდუქტს — თუმცა, თუ შეფუთვის გახსნისთანავე აღმოაჩენთ ქარხნულ წუნს, არასწორ კომპლექტაციას, ან საქონელი არ შეესაბამება შეკვეთილ მოდელს — გვაცნობეთ 24 საათში მიწოდებიდან.

4.1 დაბრუნების პირობები

მომხმარებელს უფლება აქვს დააბრუნოს უხარვეზო პროდუქტი მისი მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო მაღალმთიანი რეგიონის შემთხვევაში 5-7 სამუშაო დღის განმავლობაში,თუ პროდუქტი:

  • არ არის გამოყენებული და ინარჩუნებს თავის სავაჭრო იერსახეს;
  • ინახება ორიგინალ შეფუთვაში, ყველა მარკეტინგული ეტიკეტითა და კომპლექტაციით;
  • თან ერთვის ნასყიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4.2 ვერ დაბრუნდება

  • ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული / პერსონალიზებული პროდუქტი;
  • გამოყენების შემდეგ ჰიგიენური ფაქტორის გამო — ხელნაკეთი ან ერთჯერადი აქსესუარები (მაგ. ყურსასმენი);
  • ლიცენზიის გასააქტიურებელი ციფრული პროდუქტი, რომელიც უკვე გააქტიურდა.

5. გაუქმების პოლიტიკა

შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია უსასყიდლოდ — გადახდის და გადაგზავნის ეტაპამდე. გადახდის შემდეგ შეკვეთის გაუქმების მოთხოვნა უნდა გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე. თუ პროდუქტი უკვე გაიგზავნა, გაუქმება განიხილება როგორც დაბრუნება (იხილეთ პუნქტი 4).

6. თანხის დაბრუნება

დაბრუნების მოთხოვნის დადასტურების შემდეგ თანხა გადაირიცხება იმავე ბარათზე, საიდანაც გადახდა შესრულდა. დაბრუნების ვადა — 5-დან 14 სამუშაო დღემდე, ბანკის წესების შესაბამისად.

თუ პროდუქტი დაბრუნდა ქარხნული წუნის გამო — სრული თანხა, ჩათვლით მიწოდების საფასურისა. ნებაყოფლობით დაბრუნებისას — შესყიდვის ღირებულება, მიწოდების საფასურის გარეშე.

7. სხვა საკითხები

წინამდებარე წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიქმნება წინამდებარე წესების შესრულებასთან დაკავშირებით, განიხილება საქართველოს მართლმსაჯულების ორგანოებში.

ნებისმიერი კითხვისთვის ან საჩივრისთვის გვიკავშირდით — ჩვენ ვცდილობთ ყველა მიმართვაზე ვუპასუხოთ 24 საათში.


ეს გვერდი არ ცვლის ხელშეკრულებას — შემოწმდით ცალკეულ პროდუქტთან მიმაგრებულ გარანტიის პირობებს და ფისკალურ დოკუმენტს.